• მათემატიკის საერთაშორისო დღე 14 მარტი

  • This is default featured slide 2 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

  • This is default featured slide 4 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

  • This is default featured slide 5 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

Wednesday, March 15, 2023

მათემატიკის საერთაშორისო დღე

 მათემატიკის საერთაშორისო დღე - 14 მარტი - π რიცხვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ქვაბისხევის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება დევიზით „ მათემატიკა უკეთესი სამყაროსთვის“. მოსწავლეებმა გაინაწილეს საჰაერო ბურთები ციფრებით , მოეწყვნენ π რიცხვის ციფრების შესაბამისი მიმდევრობით (π=3,1415926535897…) და სკოლის ეზოში დაწერეს რიცხვი π. ასევე გაიმართა გუნდურ-ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა დიპლომი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია, უკეთ დაეუფლონ ისეთ უმშვენიერეს მეცნიერებას, როგორიცაა მათემატიკა.









Share:

Thursday, February 2, 2023

"აჩუქე ხეს სიცოცხლე"

              გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში ქვაბისხევის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა სასწავლო პროექტზე „აჩუქე ხეს სიცოცხლე“ . პროექტი კავშირშია მდგრადი განვითარების მე-15 მიზანთან: ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება. პროექტის მიზანია მოსწავლეების გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების დონის ამაღლება და მდგრადი განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროექტში წარმოდგენილი აქტივობების შესრულება საშუალებას მოგვცემს მოსწავლეებს განუვითარდეთ ისეთი უნარები, როგორიცაა: დისკუსია, მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის გამოხატვა და დაცვა და სხვა. გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც მოხდა პრობლემის გამოკვეთა, აქტუალობა.










Share:

Wednesday, February 1, 2023

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

                  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიოს დღესთან დაკავშირებით ქვაბისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ინიციატივას " ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ სამყარო". მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს საბავშვო მწერლის ვასო გულეურის ლექსები და მოთხრობები, გამართეს მსჯელობა ნაწარმოების გმირებზე, უპასუხეს შეკითხვებს და შეასრულეს ნახატები.












Share:

Monday, December 26, 2022

საახალწლო ღონისძიება

 დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გაგვილამაზეს საახალწო განწყობა ,  დამდეგი ახალი წელი მოგვილოცეს ლექსებითა და სიმღერებით. 












Share:

Monday, December 12, 2022

უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

  სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლაში 2022 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ღონისძიება , რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ღონისძიებაში ჩართული იყო III – IX კლასები. ხელმძღვანელი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია მელიქიძე.








Share:

Wednesday, November 9, 2022

ნორჩი მხატვარი

  ქვაბისხევის საჯარო სკოლაში მოეწყო მე -8 კლასელის ქრისტინე ხაჭაპურიძის პერსონალური გამოფენა, ნათელი მომავალი და წარმატებები მის ახალ გატაცებას.









Share:

Monday, October 31, 2022

მასწავლებელთა შეხვედრები

 გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში ქვაბისხევის საჯარო სკოლაშიტრენინგზე მიღებული ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარების მიზნითშედგა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრაშეხვედრის ძირითადი საკითხები იყო:

• მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობის გაცნობიერება;

• განათლება მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელობის გააზრება;

• მასწავლებლის როლის განსაზღვრა განათლება მდგრადი განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებისგარემოს დაცვის საკითხების სწავლებაზეგავიაზრეთრომ აღნიშნული მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება ისევე წარმოადგენს სკოლებისა და მასწავლებლების ვალდებულებასროგორც სწავლა/სწავლების საგნობრივ შედეგებზე მუშაობა.

ვიმსჯელეთ განათლება მდგრადი განვითარებისთვის შესახებრომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ცოდნისუნარებისდამოკიდებულებების და ღირებულებების ჩამოყალიბებასრაც თავისთავად განაპირობებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

შეხვედრაზე მიმოვიხილეთ 8 სახელმძღვანელო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაშისახელმძღვანელოებში მოცემულია მრვალფეროვანი მასალარომელიც საშუალებას მოგვცემს მოსწავლეთა გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების დონის ამაღლებას და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.









Share:

ბოლო პოსტები

გვერდები

სტუმრები

გამომწერები