„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში ქვაბისხევის საჯარო სკოლაში, ტრენინგზე მიღებული ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარების მიზნით, შედგა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო:
• მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობის გაცნობიერება;
• განათლება მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელობის გააზრება;
• მასწავლებლის როლის განსაზღვრა განათლება მდგრადი განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულების, გარემოს დაცვის საკითხების სწავლებაზე. გავიაზრეთ, რომ აღნიშნული მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება ისევე წარმოადგენს სკოლებისა და მასწავლებლების ვალდებულებას, როგორც სწავლა/სწავლების საგნობრივ შედეგებზე მუშაობა.
ვიმსჯელეთ „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ შესახებ, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების და ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად განაპირობებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
შეხვედრაზე მიმოვიხილეთ 8 სახელმძღვანელო - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. სახელმძღვანელოებში მოცემულია მრვალფეროვანი მასალა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოსწავლეთა გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების დონის ამაღლებას და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
0 comments:
Post a Comment