გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში ქვაბისხევის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა სასწავლო პროექტზე „აჩუქე ხეს სიცოცხლე“ . პროექტი კავშირშია მდგრადი განვითარების მე-15 მიზანთან: ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება. პროექტის მიზანია მოსწავლეების გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების დონის ამაღლება და მდგრადი განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროექტში წარმოდგენილი აქტივობების შესრულება საშუალებას მოგვცემს მოსწავლეებს განუვითარდეთ ისეთი უნარები, როგორიცაა: დისკუსია, მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის გამოხატვა და დაცვა და სხვა. გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც მოხდა პრობლემის გამოკვეთა, აქტუალობა.
წარმატებები!
ReplyDeleteგისურვებთ წარმატებას !
ReplyDelete